დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი 05.04.2023 23:07

როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს "გადარჩენისთვის იბრძვიან"?! - ვინმეს სჯერა ამ სისულელის?“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას. როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს.

„როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს "გადარჩენისთვის იბრძვიან"?! - ვინმეს სჯერა ამ სისულელის? ყველაზე სამარცხვინო არის ჩანაწერი, რომ მოსამართლეთა დასანქცირების გადაწყვეტილება თურმე „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით მიიღეს. რას ნიშნავს სანდო წყაროზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნის მოსამართლეების დასანქცირება? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია, თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?!

ასევე სამარცხვინოა, როცა „მეგობრის“ ნიღაბს ამოფარებული უხეშად ცდილობ ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას. ეს არის ქვეყნის შანტაჟი და სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა. სხვა ლოგიკური და რაციონალური ახსნა ამ ნაბიჯს უბრალოდ არ აქვს. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს,“ - წერს გვიდიანი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები