31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8-საათიანი ქრონიკა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლს შემოგთავაზებთ. 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია მუშაობს, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მედია საშუალებებისთვის, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციას ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს 2 მილიონამდე ინტერვიუ და 6 ათასამდე გამოკითხვა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული აქვს არაერთი გამოკითხვა და კვლევა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge