დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება 02.12.2020 12:58

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იდენტიფიცირება.

 

გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი დადგენილება, ასევე მინისტრის ბრძანება გამოიცემა.

 

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ, მოგეხსენებათ, ბოლო თვენახევრის, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თუ სწორედ არის გაკეთებული, თითქმის იგივე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შემუშავებულია შეზღუდვების გეგმა, ამ პერიოდში ქვეყანაში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება გამოიცემა. მაგალითად, თუ დილის მონაცემით ჩვენ გვაქვს ჩატარებული 10 234 „პისიარ“ ტესტი და დაახლოებით 3 700-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ეს დაახლოებით უნდა გაორმაგდეს, ანუ 20-დან 25 000-ის ფარგლებში. დაახლოებით უნდა ვატაროთ 10, 11, 12 000 „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში და ერთი ამდენი კიდევ სწრაფი ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები