დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ანკარის პოლიტიკა ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაძაბულობას იწვევს 29.09.2020 15:16

 

სირიელი მეამბოხეების აზერბაიჯანში სავარაუდო გაგზავნის საკითხზეა საუბარი თურქულ პროსამთავრობო გაზეთ „საბაჰ“-შიც («Sabah»), თუმცა კრიტიკული თვალსაზრისით: სტატიაში სათაურით „უნალ ჩევიკოზის ანტითურქული ცილისწამება“ გაკრიტიკებულია თურქეთის ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური (ქემალისტური) პარტიის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი უნალ ჩევიკოზი, რომელიც, სხვათა შორის, კარიერული დიპლომატია: 1980-იანი წლების მეორე ნახევარში იგი რუსეთში არსებულ თურქეთის საელჩოში მუშაობდა, 1995 წელს ხელმძღვანელობდა ნატოს საინფორმაციო ცენტრს, მოსკოვში, შემდეგ კი - კავკასიის დეპარტამენტს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო თურქეთის ელჩიც აზერბაიჯანში (2001-2002 წლებში) და თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ციურიხის მოლაპარაკებაზე 2009 წელს, როცა ხელი მოეწერა თურქეთ-სომხეთის მემორანდუმებს პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ (რაც არ განხორციელებულა, რიგი მიზეზების გამო).


„იმ დროს, როცა მთელი თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს სომხეთის აგრესიის საპასუხოდ, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მთავარი მრჩეველი უნალ ჩევიკოზი სკანდალურ ანტითურქულ ინფორმაციებს ავრცელებს.


მართალია, უნალ ჩევიკოზმა წერილობით განცხადებაში დაგმო სომხეთის მოქმედება, მაგრამ იმავე დღესვე ტელეეთერში გამოსვლისას თურქეთის დისკრედიტაცია განახორციელა - განაცხადა, რომ იარაღის გარდა, ზოგიერთი წყაროს მონაცემებით, თურქეთი აზერბაიჯანში [სირიიდან] მეამბოხეებსა და ჯიჰადისტებსაც გზავნისო.


ამ სიტყვებმა იმ თურქი დიპლომატისაგან, რომელიც თავის დროზე თურქეთის ელჩი იყო აზერბაიჯანში, ერაყში და ლონდონში, სოციალურ ქსელებში დიდი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. თუმცა ნუ დავივიწყებთ მის ადრინდელ ანტითურქულ განცხადებებსაც - „თურქეთის ლიბიაში ყოფნა უკანონოა“, „ანკარის პოლიტიკა ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაძაბულობას იწვევს“ და ა.შ.“, - წერს გაზეთი „საბაჰი“.


წყარო: https://www.sabah.com.tr/gundem/2020/09/28/chpli-cevikozden-turkiyeye-iftira


მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები