დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

არ ტეხავს, ასე ძალით რომ აკვრევინებთ ტაშს, თქვენ რომ გაწყობთ, მაშინ-მეთქი და გაბრაზდა - ნინო ხაჩიძე ვახო სანაიას 12.06.2021 18:12

ჟურნალისტი და ბლოგერი ნინო ხაჩიძე ეხმაურება ვახო სანაიას პოსტს, სადაც ტელეწამყვან ბაჩო ოდიშარიას ლენჩს უწოდებს:

ხლხის პირისპირ თუ რაღაც ამგვარი გადაცემა რომ ჰქონდა სანაიას "იმედზე", ერთხელ ვიყავი და სტუდიაში ესხდათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, ჰოდა, კადრს მიღმა იდგა გოგონა და გადაცემის დაწყებამდე გააფრთხილა, ხელს რომ ავწერ, ტაში დაუკარითო და ასე გადაცემის მსვლელობისას აწევდა ხელს, აუდიტორია მქუხარე ტაშს დასცხებდა, მე კი ვუთხარი ჩემ გარშემო მსხდომ სტუდენტებს, ეს ანტიჟურნალისტიკაა-მეთქი და თუ ტაში არ გეკვრევინებათ, ნუ დაუკრავტ-თქვა, მაგრამ ეჭვით მიცქერდნენ. მერე თავად სანაიას ვუთხარი შესვენებისას პაპიროზის მოწევის დროს, არ ტეხავს, ასე ძალით რომ აკვრევინებთ ტაშს, თქვენ რომ გაწყობთ, მაშინ-მეთქი და გაბრაზდა, მასე არააო, როგორ არაა, სწორედ შენ წინ, კამერის წინ დგას გოგო და არის ხელების აწევ-დაწევაში და ჰალუცინაცია მაქვს-მეთქი?! ისე გაბრაზდა, გამწვანდა. და ლენჩიო, კაცო...
ლენჩი ხარ, აბა, ვინ ხარ, ამას რომ სტუმარს აყურებინებ, მაგრამ, მეორე მხრივ, მართალიცაა, გაბრაზებაზე შეეტყო,ჩემ გარდა ეს არავის უთქვამს მისთვის. და რატომ არ უთქვამს? იმიტომ რომ მაშინ მეორეჯერ აღარ მიიწვევდა. ერთხელ კიდევ - ამჯერად გადაცემას არ დავასახელებ, ჩანაწერი იყო, მაგრამ ეთერში გავიდა, როგორც პირდაპირი და ინტერაქტივიც ედო. ჰოდა - არ ვუსმენ მე ამ გომბიოობას, არც ვუყურებ. ვინც გოიმდება - ესე იგი, უნდა დაგოიმდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები