დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ასეთი უმძიმესი ტესტის წინაშე ნაცმოძრაობა ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილა - დავით ქართველიშვილი 19.04.2021 20:12

 

დავით ქართველიშვილის პოსტი:

 

ასეთი უმძიმესი ტესტის წინაშე ნაცმოძრაობა ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილა - პრეზიდენტის განცხადებამ მათ საბოლოოდ მოუჭრა ყველა გზა. რამდენი ხანია გაიძახიან, რომ მათ სჭირდებათ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა და რურუას და მელიას გათავისუფლება. როცა საქმე საქმეზე მიდგა და ქართულმა ოცნებამ დასავლეთის მხარდაჭერით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მარგინალები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. დაეთანხმებიან მიშელის დოკუმენტს და თავადაც კარგად იციან, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიან, პასუხს ვერ გასცემენ მათ გაქცეულ ბელადს და რადიკალებს... არ დაეთანხმებიან და სწორედ მათ კისერზე იქნება ჟორიკა რურუას ციხეში ჩატოვება. მალე გამოჩნდება, რა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა პარტიამ, ისიც მალე გამოჩნდება, რომ მიშას არც რურუა ადარდებს, არც მელია, მას ადარდებს ერთი რამ - ძალაუფლება, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ მიიტაცებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები