დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასობით მებრძოლი, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობას იცავდნენ, კორონავირუსით დაინფიცირდნენ 23.01.2021 00:29

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასობით მებრძოლი, რომლებიც ვაშინგტონში, 6 იანვრის მოვლენების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობას იცავდნენ, კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. გამოცემის ცნობით, სენატის პროფილურ კომიტეტში დაიწყო მოკვლევა, რომელიც დაადგენს, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები. რესპუბლიკელი სენატორის, როი ბლანტის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ ათასობით სამხედროს დახურულ ავტოსადგომზე განთავსებამ მათში კორონავირუსის გავრცელების რისკი გაზარდა.

 

„აუცილებლად შევისწავლი, როგორ აღმოჩნდნენ ჩვენი ეროვნული გვარდიის წევრები ავტოსადგომზე. მან, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა.

Politico-ს წყაროს ცნობით, სამხედროების უმეტესობასთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები