დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შედგა - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი 07.12.2021 13:23

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, ,,გაფრინდაშვილი "ნეთფლიქსის" წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კალიფორნიის შტატში, 24 იანვარს დაინიშნა. ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს მოითხოვს.

 

როგორც ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სასამართლო დავა შეეხება ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან და მოხსნებულია რუს მოჭადრაკედ. მისივიე ინფორმაციით, კომპანია ,,ნეტფლიქსმა” წარმოადგინა დაცვის ტრადიციული გზა და იშუამდგომლა სამართალწარმოების შეწყვეტაზე, რაც ,,არადამაჯერებლად და სუსტად გამოიყურება”.

 

,,ჩვენ მოვითხოვთ დაევალოს კომპანია ,,ნეტფლიქსს” “დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 5 მილიონი დოლარის სახით და დეფამაციური ფრაზის გამოსწორებას სერიალში. პირველი სასამართლო მოსმენა ამ საქმეზე დაინიშნა 24 იანვარს, კალიფორნიის შტატში. მოლოდინი გვაქვს ძალიან პოზიტიური, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარი შედეგის გამოცნობა შეგვიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე სტრატეგიულად კიდევ უფრო წინ ვართ, ვიდრე მაშინ, როდესაც შევიტანეთ სარჩელი. ჩვენი სურვილია სასამართლოს ვაჩვენოთ, რომ ზედაპირზე დევს „ნეტფლიქსის“ ბოროტი განზრახვა - შეეცვალა სწორი ფრაზა არასწორი ფრაზით”, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

 

უფლებადამცველის განცხადებით, საქმის მიმდინარეობისას აღნიშნული სერიალის პროდიუსერი და სცენარისტი გამოიკითხა, რომელიც იძულებული გახდა დაედასტურებინა გარკვეული გარემოებები, რომ ნონა გაფრინდაშვილი რეალური ადამიანი იყო და კარიერის დიდ ნაწილს მამაკაცებთან თამაშს უთმობდა.

 

,,ჩვენ გამოვკითხეთ ამ სერიალის პროდიუსერი და სცენარისტი ფრენკ სკოტი, რომელიც „ნეტფლიქსმა“ მოიშველია საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, ის იძულებული გახდა დაედასტურებინა გარკვეული გარემოებები, მან იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური ადამიანი, ასევე ეცოდინებოდა, რომ მისი პროფესიის დიდი ნაწილი ეთმობოდა მამაკაცებთან თამაშს, თუმცა მაინც განგებ შეცვალა ეს. პრეზუმფცია იმისა, რომ ამ ფრაზის შემცვლელი კეთილშობილური მიზნებით არ მოქმედებდა, ძალიან მაღალია. სანამ სასამართლოს მივმართავდით, ჯერ მივმართეთ ,,ნეტფლიქსს”, ვთხოვეთ არასწორი ინფორმაციის გასწორება სცენარში, ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, როგორც ჩანს, სრული სერიოზულობით არ მიუდგნენ ამ საკითხს, ამიტომ მივედით სასამართლომდე. მხარეებს ყოველთვის შეუძლიათ მორიგდნენ, მივიდნენ გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ პროცესი იწყება იანვარში და ვნახოთ სადამდე მივალთ”, - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები