დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს 02.12.2020 12:48

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

 

სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

აქციის მონაწილეებმა სცადეს პროტესტის ნიშნად ბუშტების გაშვება, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამან გამოიწვია სამართალდამცველების გაღიზიანება.

 

აჭარის პოლიციის უფროსის თქმით, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას.

 

მისივე თქმით, დაკავებულმა სამართალდამცველს ნიღაბი ჩამოხსნა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მოხდა მისი დაკავება.

 

"წარმოდგენილნი არიან მიმდებარე ტერიტრიაზე პოლიციელები. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას ძალის გამოყენებით. მათ არაერთხელ მოუწოდეს, რომ დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და არ დაემორჩილნენ, რასაც მოყვა ერთი აქტივისტის დაკავება",- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა 

 

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტული აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები