დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აჭარის „წითელ ზონად“ გამოცხადება ციტრუსის ექსპორტს ხელს არ შეუშლის 22.09.2020 14:01

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის სეზონზე მანდარინს დაასუბსიდირებს. პირველი პროდუქციის გატანა ექსპორტზე კი 15 ოქტომბერს მოხდება, ჯერ შიდა და შემდეგ უკვე გარე ბაზარზეც.

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის  სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის  უფროსმა ლევან ბოლქვაძემ განაცხადა, ციტრუსის გადამუშავებაზე ფერმერებს სამინისტრო ეხმარება.

 

„ჩვენთან  არასტანდარტული ნაყოფის  სუბსიდირება იგეგმება. ქარხნულ გადამუშავებაში ფერმერებს სამინისტრო ეხმარება და ყოველ ჩაბარებულ 1 კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრის  ამატებს.  ქარხანა თუ იხდის 10 თეთრს, სამინისტროც ამატებს 10 თეთრს,“- აცხადებს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

ციტრუსის ჩაბარებისთვის ქობულეთში უკვე 2 დიდი ქარხანაა მობილიზებული.

 

როგორც ლევან ბოლქვაძე განმარტავს  აჭარის „წითელ ზონად“ გამოცხადება ექსპორტს ხელს არ შეუშლის.

 

„ის კომპანიები, რომლებთანაც ექსპორტს ვახორციელებდით, უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ სეზონზე ციტრუსი მიიღონ. პროდუქციის დამუშავება ხდება, რასაც ფიტოსანიტარული კარანტინი ამოწმებს და ერთობლივი საბუთების თანხვედრით გადის პროდუქცია. მთავარია, იმ ქვეყნებში, სადაც გადის (უკრაინა, რუსეთი და ა.შ) რამე შეზღუდვა ან ჩაკეტვა არ მოხდეს. სხვა მხრივ ჩვენს ექსპორტსაც საშიშროება არ ემუქრება.

 

ჩვენი მთავრობის მხრიდან ექსპორტზე, ჯერჯერობით, რაიმე სახის რეგულაციებზე არ არის საუბარი,“- განაცხადა ლევან ბოლქვაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები