დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ბაგებში მომხდარ სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა - დაშავებულია ორი 03.06.2020 21:37

ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ბაგებში მომხდარ სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სროლის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი და ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები