დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბადრი ესებუას ძმის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო 14.01.2021 11:59

ზუგდიდში, გასული წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმეს, მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმე, დაცვის მხარის შუამდგომლობის თანახმად, ცალკე წარმოებად განიხილება.

 

 ადვოკატ სოსო ჯანაშიას თქმით, დაცვის მხარისთვის ერთი თვე საკმარისი არ იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

 

როგორც სოსო ჯანაშიამ განაცხადა, სასამართლო პროცესზე აღმკვეთი ღონისძიებაც გადაისინჯა, თუმცა მოსამართლემ ბიძინა ესებუა პატიმრობაში დატოვა.

 

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. საქართველოს ბანკზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

 

ბიძინა ესებუას მიმართ კი გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები