დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ბავშვის გატაცების მცდელობა თბილისში - მცირეწლოვანი ბიჭი გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა 12.08.2020 23:19

ბავშვის გატაცების მცდელობა თბილისში - "კურიერმა" დღეს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრიც მოიპოვა. მცირეწლოვანი ბიჭი გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა, რომლებისთვისაც უცხო მამაკაცის ქცევა საეჭვო აღმოჩნდა.

 

 ნატო გაბარაშვილი, მცირეწლოვანი ბიჭის დედა:

 

“ფაქტიურად მეზობლებმა გადამარჩინეს. ავტომობილის მძღოლი მიხვდა ყველაფერს და არ მიიყვანა იმ ადგილზე, სადაც სთხოვდა ბავშვის ჩაყვანას გამვლელ მანქანას. რატომ უნდოდა საერთოდ ამ ტერიტორიიდან გაყვანა და უახლოეს მეტრომდე ბავშვის ჩაყვანა არ ვიცი” – აცხადებს პატარას დედა.

 

მცირეწლოვანის გატაცებაში ბრალდებული 48 წლის დავით გეჯაძეა. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავება. გეჯაძეს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები