დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა 09.04.2021 08:30

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.

 

ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით  8 აპრილს, დღის 4 საათზე მოხდა. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

 

გორელიშვილის თქმით, 50 წლამდე უცნობმა კაცმა რეზიდენციის კარი შეამტვრია. როგორც პრესსპიკერი ამბობს, მისი შეჩერება ადგილზე მყოფმა პოლიციელმა, სტიქაროსანმა და ძაღლმა შეძლეს. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოქალაქე მიტროპოლ დიმიტრიზე (შიოლაშვილი) აპირებდა თავდასხმას.


"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფეხით შეამტვრია კარი, იქ მყოფმა სტიქაროსანმა და სამართალდამცველმა, რომელიც თვითმხილველი აღმოჩნდა და შეჰყვა, სიტუაცია გაანეიტრალეს. კაცი დანით იყო შეიარაღებული. იმდენად უგონო მდგომარეობაში იყო, ვერ ამბობდა რა უნდოდა. იდენტიფიცირებულია და სამართალდამცავებმა განყოფილებაშია გადაიყვანეს. მეუფე არ უხსენებია. მეუფის დასაჭრელად შევიდაო და არა! უბრალოდ მთვრალი იყო, სამართალდამცველები დაადგენენ ვინაობას",- განაცხადა დეკანოზმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები