ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 8 აპრილს, დღის 4 საათზე მოხდა. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
გორელიშვილის თქმით, 50 წლამდე უცნობმა კაცმა რეზიდენციის კარი შეამტვრია. როგორც პრესსპიკერი ამბობს, მისი შეჩერება ადგილზე მყოფმა პოლიციელმა, სტიქაროსანმა და ძაღლმა შეძლეს. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოქალაქე მიტროპოლ დიმიტრიზე (შიოლაშვილი) აპირებდა თავდასხმას.
ავტორ(ებ)ი :