დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება 18.10.2021 00:29

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, შენობის დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს. ეს იქნება რამდენიმეკვირიანი პერიოდი, რომლის პროცედურები უკვე დაწყებულია.

 

„აქ მცხოვრები ოჯახების სურვილის გათვალისწინებით აშენდება ამავე მოცულობის შენობა, რომელსაც ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დააფინანსებს.

 

ოჯახის წევრების სურვილი იყო და ჩემი გადაწყვეტილებაცაა, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები