დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბევრმა პარტიამ ეს ამბავი აბუჩად აიგდო, მე არავის და არაფრის მერიდება და ვიტყვი: გუშინ ქართული სახელმწიფო ღირსეულად გამოჩნდა! - ალექსანდრე ელისაშვილი 14.06.2021 20:58

ალექსანდრე ელისაშვილის პოსტი:

 

 

ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკას, პარტიებს და პოლიტიკოსებს ჩემი ღრმა რწმენით აკლიათ (გვაკლია) სახელმწიფოს განცდა. პოლიტიკური პარტიები ყველა მოვლენას ძირითადად უყურებენ ვიწროპარტიული დურბინდებიდან და თუ მათი გაკეთებული საქმე არაა მზად არიან ყველაფერს დასცინონ, აბუჩად აიგდონ და მასზე ზიზღით ილაპარაკონ. პოლიტიკური მეტოქის გაკეთებული ისეთი საქმეზეც კი რომელიც ქართულ სახელმწიფოს ძლიერად წარმოაჩენს. აი, ასეთი ამბავი მოხდა გუშინ და ასეთ ამბავზეც კი ბევრმა დაცინვით ილაპარაკა. გუშინ საქართველოს შუამავლობით ძალიან სერიოზული რამ მოხდა - აზერბაიჯანმა აღდამის რაიონის დანაღმული რუკების გადაცემის ნაცვლად 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა და ტყვეები სომხეთში აზერბაიჯანიდან ჩვენი ქვეყნის გავლით ჩავიდნენ. ბევრმა ქართულმა პარტიამ ეს ამბავი აბუჩად აიგდო. მე კიდე არავის და არაფრის მერიდება და ვიტყვი: გუშინ ქართული სახელმწიფო ღირსეულად გამოჩნდა! არასოდეს დამინდია ღარიბაშვილი, ვაკრიტიკებდი და როცა საჭიროდ ჩავთვლი ისევ დაუნდობლად გავაკრიტიკებ მაგრამ გუშინდელი ძალისხმევისთვის ყოჩაღ ღარიბაშვილო! გუშინ ვიამაყე რომ საქართველოს მოქალაქე ვარ! რა თქმა უნდა უფრო ამაყი ვიქნები როცა ჩემი სახელმწიფო გაათავისუფლებს ზაზა გახელაძეს, ირაკლი ბებუას. როდესაც ჩემი სახელმწიფო საკადრისად დასჯის არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელებს - ამ დღეს ველი და ამ დღეს შევნატრი. მაგრამ გუშინ ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და მე ეს მაგრად მომეწონა. აი, ეგეთი ხალხი ვართ ჩვენ - პარტია მოქალაქეები - რაც მოგვწონს იმას ხმამაღლა ვამბობთ, რაც არა არავის დავერიდებით! ჩვენ ვცვლით აქამდე დამკვიდრებულ ფარისევლურ პოლიტიკურ წესებს და რაც მთავარია ჩვენ გვეამაყება საქართველო!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები