დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ბილ გეიტსის კომენტარი ადამიანების ვითომდა ჩიპირების შესახებ 05.06.2020 15:37

«Deutsche Welle»(გერმანია), 04 ივნისი, 2020 წელი


https://p.dw.com/p/3dHhv


 

ცნობილმა მულტიმილიარდერმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა კომენტარი გაუკეთა მოარულ ხმებს, რომ თითქოსდა მისი ხელი ურევია კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაში, რათა შემდეგ ვაქცინა გაყიდოს ადამიანის სხეულში მიკროჩიპების ჩანერგვის სახით.

 

როგორც ცნობილია, ბოლო დროს ბილ გეიტსი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს წარმოქმნილი „შეთქმულების თეორიის“ გმირი გახდა: ზოგიერთებმა დაიჯერეს გავრცელებული ხმები, რომ მილიარდერი ვაქცინის შექმნით კიდევ უფრო გამდიდრებას აპირებს. ხმების გავრცელებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ გეიტსის ფონდმა მართლაც გამოჰყო 300 მილიონი დოლარი ანტივირუსული ვაქცინის შესაქმნელად.


ბილ გეიტსის თქმით, მას მიკროჩიპებთან არასდროს შეხება არ ჰქონია: „ამ ხმების უარყოფა საკმაოდ ძნელია იმდენად, რამდენადაც ისინი ბრიყვული და უცნაურია“, - ციტირებს ამერიკული გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ («Business Insider») მილიარდერის ნათქვამს.


მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები