დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ბიძინა კულუმბეგოვი: ახალი ინიციატივა, კორონავირუსის ტესტირების ინტენსიურად ჩატარების თაობაზე, მოსახლეობას ძალიან წაადგება 02.12.2020 14:13

სახელმწიფოს ახალი ინიციატივა, კორონავირუსის ტესტირების ინტენსიურად ჩატარების თაობაზე, ჩვენს მოსახლეობას ძალიან წაადგება, - ამის შესახებ იმუნოლოგმა  ბიძინა კოლუმბეგოვმა განაცხადა.


მისივე თქმით, დღეს ადამიანები დიდი ფასის გამო, ტესტირებას ვერ იკეთებენ და ეს კიდევ უფრო ართულებს ეპიდ სიტუაციას. "კარგი სიახლეა ისიც, რომ სწრაფი ტესტი უკვე თითქმის აღარ ცდება და მაშინვე გვაძლევს სწორ პასუხს. ამიტომ, მთავრობის ეს ნაბიჯი, ამ სიტუაციაში ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა", - აცხადებს ის.

 

განიცადა თუ არა ვირუსმა მუტაცია, ამაზე კულუმბეგოვს ზუსტი პასუხი არ აქვს. "ფაქტია, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და არ კლებულობს, რაც უკვე საგანგაშო მდგობარეობაა. თუმცა, დაიხვეწა მისი მართვის მექანიზმი და პრეპარატების ჩართულობა", - აცხადებს იმულოლოგი. 

 

"რაც შეეხება პრეპარატ რემდესივირს, გამოცდილებამ მისი ეფექტურობა ნამდვილად აჩვენა. ამ პრეპარატმა ავადობის მაჩვენებელი შეამცირა, თუმცა სიკვდილიანობის შემცირებაზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა", - დასძენს კულუმბეგოვი. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები