დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ბრძოლა, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვნად შეცვლის 05.06.2020 13:32

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:


"ბრძოლა, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვნად შეცვლის.


იმისათვის რომ უფრო ცხადი გახდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების ხასიათი, უპრიანია გავარკვიოთ თუ რა იდეოლოგიურ კონცეფციაზე დგას პრეზიდენტ ტრამპის გუნდი, თუ როგორია მათი ფუნდამენტური შეხედულებები ამერიკის აწმყოსა და მომავალზე.


ამერიკული კონსერვატიზმი იგივე ნეო კონსერვატიზმი, რაც კონსერვატული ახალი მემარჯვენეობითაც არის ცნობილი, ხელისუფლებას განიხილავს სოციალური სტაბილურობის ქვაკუთხედად, ხოლო პრიორიტეტს ოჯახს, სარწმუნეობას და ტრადიციულ ღირებულებებს ანიჭებს. ამერიკელებს ყავდათ დიდი კონსერვატორი პრეზიდენტი რონალდ რეიგანის სახით. თავის მხრივ ამერიკული კონსერვატიზმი დგას არა პროტექციონიზმზე, ან იზოლაციონიზმზე, რასაც ჩვენთან არასწორად ესმება ზოგჯერ ხაზი, არამედ ედმუნდ ბერკის იდეაზე-შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ.


კონსტიტუციურად ტრამპის შემდეგ მთავარი პოლიტიკური ფიგურა არის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც იმდენად გამოხატული ქრისტიანული, კონსერვატიული და ანტილიბერალური პოზიციით არის ცნობილი, რომ დასავლური ლიბერალური მედია, მას “ ქრისტიან შოვინისტად” მოიხსენიებენ, ხოლო ქრისტიან-კონსერვატორებს სულაც „ქრისტიან ექსტრემისტებადაც“ კი თვლიან. პენსია დღეს ამესრიკული კონსერვატიზმის მთავარი ბურჯიც.


საქართველოში გამოკვეთილი კონსერვატორული პოლიტიკური ფლანგის და მედია პლათფორმის არქონის პირობებში, გასაკვირი სულაც არ არის, რომ პენსი ჩვენი საზოგადოებისათვის პრაქტიკულად უცნობი პოლიტიკური ფიგურაა, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს 2 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ღია კონსერვატორული ფლანგის არ ქონა პოლიტიკურ სივრცეში კარგი სულაც არ არის, მით უმეტეს როდესაც ერთ მხარეს დგას რადიკალური ლიბერალიზმი თავის განშტოებებით ნაცებით და ევრონაცებით. ქართული პოლიტიკური სისტემის მთავარი სისუსტეც ეგ არის, ე.წ შუას ამერიკულად The middle, არ არსებობა, რაც სისტემას გაცილებით მეტ მდგრადობას და ბალანსირების უნარს შეძენდა. "პატრიოტთა ალიანსი" ატარებს კონსერვატიზმის ელემენტებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.


ამერიკული მმართველი ძალის იდეოლოგიური ბაზისი რომ კარგად გავაცნობიეროთ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში მყარად დამკვიდრებული რადიკალური ლიბერალური ნარატივი მათთვის არათუ უცხო, არამედ პრინციპულად მიუღებელია. ამერიკელი ნეო კონსერვატორებისათვის მთავარი მტერი სწორედ რადიკალური სეკულარიზმია. ზოგიერთი მკვლევარი უფრო შორსაც მიდის და თვლის, რომ - მათ უნდათ ხელისუფლება, რომელიც ღმერთისგან იმართება და რაც ერთ-ერთი ლეგიტიმური ხელისუფლებაა.


ტრამპის გუნდში პენსი ცნობილია თავისი ღია კონსერვანტიზმით, ითვლება, რომ იგი ყოველთვის მყარად იდგა ქრისტიანობის ინტერესების დაცვის პოზიციაზე, ემხრობოდა აბორტების აკრძალვას და ყოველთვის გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას ჰომოსექსუალობის მიმართ, მათ შორის აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალობის განკურნებაზე მიმართულ თერაპიას უჭერდა მხარს. პენსი ეწინააღმდეგებოდა გეების ქორწინებას და აცხადებდა, რომ გეი წყვილები სოციალურ კრახზე მიმანიშნებელი მოვლენაა.


პენსი იყო და არის აბორტების კრიმინალიზაციის აქტიური მხარდამჭერი. კონგრესში ის მხარს უჭერდა კანონს, რომელიც დასჯიდა აბორტის შემსრულებელ ექიმებს. ის ემხრობა ადამიანის მუცლად მყოფი ნაყოფის კანონის დონეზე ადამიანად გამოცხადებას და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფას.ამერიკაში მიმდინარე იდეოლოგიური ბრძოლის კონტრასტი ამ საკითხშიც ჩანს. ჩვენ ამერიკას დიდწილად ვესტერნებით და ლიბერალური ნაწილით ვიცნობთ, არადა მეორე მხარეს არის ღრმად მორწმუნე ამერიკა თავისი მრევლით, ძირითადად პროტესტანტული, ევანგელისტური და კათოლიკური ეკლესიით, რის პროპაგანდირებასაც ქართული ლიბერალური მედია ყოველთვის გვერდს უვლიდა. მაგალითისათვის, როდესაც ილინოისის, ნიუ-ჯერსის და კალიფორნიის შტატებმა, სადაც დემოკრატები არიან უმრავლესობაში, კანონმდებლობა მოითხოვს, რომ სკოლებში მოსწავლეებს ლგბტ ისტორია ასწავლონ. ამავე დროს, აშშ-ის საჯარო სკოლებში ბავშვთა ლგბტ ინდოქტრინაციისა და სექსუალიზაციის ფონზე, ამერიკის მასშტაბით არაერთი ცნობილი კონსერვატორი და ქრისტიანი მოუწოდებს მშობლებს შვილები საჯარო სკოლებიდან კერძო სკოლებში გადაიყვანონ.


სწორედ აბორტის საკითხი, გასული 30 წლის მანძილზე, მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა მიერ, არაერთი დემონსტრაციის, აქციის თუ სასამართლოში შეტანილი სარჩელის საგანიც გამხდარა. შესაბამისად, ხშირად იცვლებოდა საკანონმდებლო ჩარჩოც,როგორც შერბილების, ისე გამკაცრების მიმართულებით, რაც საზოგადოების მაღალი პოლარიზებული განწყობების მაჩვენებელიცაა.

მაგალითისათვის, გასულ წელს მისურის შტატის სენატმა, რომელშიც მანდატების უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, ფეხმძიმობის მერვე კვირის შემდეგ, აბორტების ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო. აბორტის აკრძალვას ასევე მხარი ალაბამის შტატის სენატმა დაუჭირა. კანონში შესული ცვლილებების თანახმად, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაერთი დემონსტრაცია ლოზუნგებით “შეწყვიტეთ უმანკოთა ჟლეტა!”, ასევე იყო პიკეტები, საავადმყოფოებთანაც. აბორტის მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ, რომ ახალი კანონი 1973 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში აბორტი ლეგალური გახდა.


ნიშანდობლივია, რომ გასულ წელს ეს აქციები კონტრაქციების ფონზე იმართებოდა, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა მხრიდან. ამ იდეოლოგიური ფრონტის მეორე მხარეს აბორტის კატეგორიული მომხრეები დგანან, როგორც წესი პოლიტიკურ ფლანგზე დემოკრატები და ზოგადად მათი მხარდამჭერი ნეო ლიბერალური ფინანსური კაპიტალი, იგივე სოროსი და ბილ გეიტსი, მედია და ჰოლივუდი, ამ ფლანგზეა გამაგრებული მთელი ლგბტ თემი და კარგად ნაცნობი ანტიფა იგივე ანტიფაშისტური მოძრაობა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, ქალს აართვას თავისივე სხეულის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება, ისე ქართველი ლიბერალების და გირჩის იდეური თეზისები ხომ არ გეცნოთ? აქვე ავღნიშნავ, რომ ქართულ პრონაციონალისტურ ძალებს, თუნდაც „ქართულ მარშს“ საერთო არაფერი აქვს ამერიკულ ქრისტიანულ-კონსერვატიზმთან.


ამერიკისათვის ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შედის! თუ ამ დაპირისპირებაში ჩართული აქტიორების გავლენებს და საერთაშორისო ხასიათსაც გავითვალისწინებთ, ესაა ბრძოლა, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვნად შეცვლის."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები