დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გაერო-მ შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა 25.11.2020 17:57

პროექტის – „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად“ – ფარგლებში, გაერო-მ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს COVID 19 -ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

 

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად.

 

პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაერო-ს რამდენიმე სააგენტო: გაეროს განვითარებისპროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე, ეხმიანება გაეროს პრინციპს – „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“.

 

აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობით განხორციელდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები