დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის და რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან არის ამოკრეფილი ფრაზები - მამუკა მდინარაძე 06.03.2021 22:19

გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის და არა 2011 ან 2012-ის როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეა საუბარი, საიდანაც ამოკრეფილია ერთ-ერთი „წითელი მედიასაშუალების“ პრესის მიერ გაკეთებული ფაბრიკაცია, კგბ-ს მეთოდებით არის დამონტაჟებული და საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ასეთი ქმედებების დაგმობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა განხორციელდეს. „მედიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ქმედებები, წლების წინ უკანონო მიყურადების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება არის დასაგმობი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სასურველი მიზნის მისაღწევად, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი კვლავ უკანონო გზით მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს მიმართავს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ფალსიფიცირებული ჩანაწერით ცდილობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2012 წლამდე არსებული აუდიოჩანაწერის გავრცელების მიზანია, გაჩნდეს საზოგადოებაში დაბნეულობა და გაურკვევლობა. აქვე განმარტავენ, რომ კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დაწერილი გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები