დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გაიზიარებს თუ არა სომხეთი საქართველოს ბედს - უცხოური პრესა 22.06.2021 15:22

რუსეთში, დონის როსტოვში, ადგილობრივი სომხური დიასპორის გაზეთ „ერკრამას“-ში («Երկրամաս») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „სომხეთი საქართველოს ბედს გაიზიარებს“, რომლის ავტორი გერმან კულიკოვსკი წერს:

 

„ვაღიარებ, რომ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის ასეთ შედეგს ნამდვილად არ მოველოდი და ძალიან შევცდი ჩემს პროგნოზებში. ამასთან ერთად მაინც მინდა ვთქვა:

 

პირველი - [ოპოზიციისადმი] მოსკოვის მხარდაჭერამ შედეგი არ გამოიღო. ამიტომაც ვასკვნი, რომ სომხეთის მოსახლეობისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ბაქოსა და ერევნის ურთიერთობის აწყობა, ვიდრე რაღაც აბსტრაქტული, არახელშესახები ფაქტორები, ვთქვათ, ეროვნული სიამაყე. მართლაც, არახელშესახებ ფაქტორს მაცივარში ვერ შეინახავ, ეროვნული სიამაყის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ძალების დაძაბვა და რესურსების ხარჯვაა აუცილებელი. ამ მხრივ ნიშანდობლივია სიუნიკის მოსახლეობის პოზიცია - იმ მხარისა, რომელსაც აზერბაიჯანისათვის მიერთება ემუქრება. სიუნიკელებმა ასეთ სიტუაციაში ხმები მაინც ნიკოლ ფაშინიანს მისცეს! ოპოზიციამ სიუნიკში გამანადგურებელი დამარცხება განიცადა.

 

მეორე - სომხეთი დასავლეთისაკენ დრეიფს აჩქარებით გააგრძელებს. ნიკოლ ფაშინიანი ამას არასოდეს მალავდა. რუსეთის ჯარები ყარაბაღიდან გაყვანილი იქნება, სომხეტი კი საქართველოს ბედს გაიზიარებს. რასაკვირველია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ სომხებმა ხმა სწორედ ასეთ კურსს მისცეს და ვერავის დაადანაშაულებენ იმაში, რაც თვითონ გააკეთეს.

 

მესამე - ზანგეზურის {მეგრის] დერეფანი ექსტერიტორიული (ანუ ნეიტრალური) გახდება, სომხეთის ახალი საზღვარი კი იქ გატარდება, სადაც აზერბაიჯანული რუკა აჩვენებს. ვიმეორებ - სომხებმა ამ ყველაფერს თვითონ მისცეს ხმა, ეს მათი არჩევანია. მე გულწრფელად მენანება ის სომეხი პატრიოტები, რომლებიც ცდილობდნენ ამ საშინელი სიტუაციის თავიდან აცილებას, რაშიც მათი სამშობლო აღმოჩნდა. მაგრამ ახლა ხელების მტვრევა გვიანია.

 

მე ადრე ვწერდი, რომ ნიკოლ ფაშინიანის ე.წ. „ბირთვული ელექტორატი“ არჩევნებში აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას. „ბირთვული ელექტორატი“ ამომრჩეველტა საერთო რაოდენობის დაახლოებით 25%-ს უდრის. და როცა საარცევნო ურნებტან ამომრჩევლის 50%-ზ4 ნაკლები მიდის, „ბირთვული“ ხმების რაოდენობა ორმაგდება. ასეც მოხდა: ნიკოლ ფაშინიანს ხმა უმცირესობამ მისცა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ფონზე, მათმა ხმებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ვერავის ვერაფერს ვერ დააბრალებ, რაც მოხდა - მოხდა, ახლა თვითონ სომხები იწვნევენ თავიანთი ნაბიჯის შედეგებს.

 

რა ელოდება წინ ამიერკავკასიას?

 

უპირველესად იქ უკვე ნამდვილი ჰეგემონია - აზერბაიჯანი. ყველა დანარჩენი ქვეყნები (ანუ საქართველო და სომხეთი) ამიერიდან მის ფარვატერში იცურებენ. თურქეთმა კი, რომელიც მთავარ მხარედ ითვლება, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მთლიანი და საბოლოო ფორმატირება მოახდინა, თავისი ინტერესების სასარგებლოდ. რას გააკეთებს ასეთ სიტუაციაში რუსეთი? ვერაფერს ვიტყვი. ალბათ, არც მოსკოვში არ ელოდნენ ასეთ შედეგებს... ამიტომაც კრემლს დრო დასჭირდება ფიქრისათვის“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები