დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ქალი პოლიტიკოსი ხდება - თინა ბოკუჩავა 20.04.2021 11:22

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"საქართველოს გზა ევროპისკენ გადის მათ შორის იმაზე რამდენად შეგვიძლია, როგორც საზოგადოებას, განსხვავებული აზრის მიღება და კრიტიკის იმ ფორმით გამოხატვა, რომელიც არ სცდება პოლიტიკური და ადამიანური მორალის ფარგლებს.


ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ხდება ქალი პოლიტიკოსი, რადგან ისედაც ქალების გზა პოლოტიკაში გაცილებით მეტი წინააღმდეგობებით არის აღსავსე.


მე მჯერა ჩვენი ევროპულობის. ჩვენი გამარჯვების. საქართველოს გამარჯვების. და ამ გამარჯვებამდე აუცილებლად ღირსეულად უნდა მივიდეთ,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები