დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გასარკვევია, ხომ არ არიან ამ სიაში მთავრობასთან დაახლოებული პირები - გოცირიძე თურნავას ინიციატივაზე 10.05.2021 13:58

მოიჯარეები, იმ მიწების გამოსყიდვას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოში 2000-მდე მოიჯარეა, რომელიც ამ უფლებით ისარგებლებს.

 

მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე ხნის წინ მოიჯარეებს დავრთეთ ნება, ვინც მრავალი წლის მანძილზე ამუშავებს სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ ეს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანა არის ის, რომ დაუმუშავებელი არ დარჩეს მიწის ნაკვეთები და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალი არის და შესაბამისად ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესალებლობა ისარგებლოს ამ უფლებით. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები - გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით, ანუ შეფასებული მიწა 100%-იანი ფასიდან 25% იქნებადისკაუნტი“, რომლითაც ისარგებლებენ მოიჯარეები. ეს მცირე მიწის ნაკვეთების იჯარის მფლობელ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ისარგებლონ ამ უფლებით, შეიძინონ მიწა, დაამუშაონ და რა თქმა უნდა, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება, კერძო ინვესტიციები და ისარგებლონ ფართო სახელმწიფო პროგრამებით. 2000-მდე ასეთი მოიჯარე არსებობს საქართველოში, ეს ადამიანები წლებია ამუშავებენ ამ მიწას და ახლა ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს. საბოლოო ამოცანა არის ის, რომ არც ერთი აქტივი არ დარჩეს გაჩერებული, მიწა არ იყოს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენას და დასაქმებას", - განაცხადა თურნავამ.

 

მთავრობის ინიციატივას „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკონომისტი - რომან გოცირიძე  გამოეხმაურა. მისი აზრით, ინიციატივა  საინტერესოა, თუმცა, მთავარია, ამ საკითხში კორუფციის ნიშნები გამოირიცხოს.


ჩემი აზრით, შესასწავლია, ვინ არის ეს 2000-მდე მოიჯარე, ვინც აღნიშნული ფასდაკლებით ისარგებლებს. გასარკვევია, ხომ არ არიან ამ სიაში მთავრობასთან დაახლოებული პირები, რომლებიც, ძალიან დიდ ფართობებს ფლობენ და ხომ არ შეიცავს ეს საკითხი კორუფციის ნიშნებს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს სია გადასამოწმებელია, რომ აღნიშნული 25%-ნი ფასდაკლებით სარგებლობა სწორად მოხდეს. 

 

რაც შეეხება იდეას, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ, ვიმეორებ, კორუფციის ნიშნები საწყის ეტაპზევე უნდა გამოირიცხოს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები