დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ სააკაშვილის სასამართლოში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება 03.12.2021 14:21

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სასამართლოში: „კორუფციაში ჩემი დადანაშაულება შეურაცხყოფაა!“.

 

პუბლიკაციის დასაწყისში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა სასამართლოს შენობის ახლოს დიდი ეკრანი დაამონტაჟეს და სხდომის პირდაპირ რეპორტაჟს უყურებდნენ. შემდეგ განმარტებულია „პიჯაკების საქმის“ არსი, რომელიც მოიცავს ბრალდებებს 2009-2012 წლებში პრეზიდენტის მიერ გაფლანგული თანხების თაობაზე. სტატიის ქვესათაურები მოწმობს, თუ რა საკითხებს ეთმობა ყურადღება: „შეხლა-შემოხლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის“ ადვოკატებმა პროკურორების საქმისადმი ჩამოშორება მოითხოვეს, „პოლიტიკური განცხადებების“ გაკეთების გამო. თავის მხრივ, პროკურორებმა ადვოკატების ნათქვამი უარყვეს.

 

მოსამართლემ ადვოკატების სურვილი არ დააკმაყოფილა; „რატომ არ ასამართლებთ სანდრას?“ ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ თანხების ნაწილი, რომელთა უკანონო ხარჯვას პროკურატურა მას ედავება, მისმა აწ ყოფილმა ცოლმა სანდრა რულოვსმაც დახარჯა და საქართველოში სამედიცინო აპარატურა შემოიტანა. „იქნებ სანდრაც კორუფციონერია?“- დასვა კითხვა პრეზიდენტმა. „რაში ადანაშაულებენ მიხეილ სააკაშვილს“ სტატიის ამ ნაწილში ჩამოთვლილია პროკურატურის ბრალდებები ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ, აგრეთვე ფრაგმენტები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან, რომლებშიც მოცემულია მისი თვალსაზრისი სამართალდამცველი და უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმირების თაობაზე: პროკურატურა და სასამართლო უნდა შეიცვალოს, ხოლო უშიშროების სახელმწიფო სამსახური უნდა გაუქმდეს. ციტატა მისი გამოსვლიდან: „ჩემი სასამართლო ფარსი და ქვეყნის სირცხვილია“


წყარო


ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები