დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გია ვოლსკი - ვინც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს, საზოგადოებისა და მისი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე პირი იქნება 15.01.2021 14:12

ნებისმიერი, ვინც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს, არის ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ქვეყნის, საზოგადოების და მისი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის პარლამენტში შევლის საკითხის კომენტირებისას.

 

როგორც ვოლსკი აცხადებს, დესტაბილიცაზიის ხელშეწყობა არის დანაშაული ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე.

 

“მე ვიტყოდი, რომ ისტორია ახლა იქმნება. კრიტიკული მომენტია მსოფლიოში, რეგიონში და ახლა დესტაბილიცაზიის ხელშეწყობა არის დანაშაული ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები