დღე: 29

ღამე: 13

USD 2.676

EUR 2.8713

გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა 16.10.2021 13:57

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა.

 

როგორც შსს-ში აცხადებენ , გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.

 

 

14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, ფოთის მერობის კანდიდატი სიტყვით გამოვიდა.  სცენაზე მან თქვა, რომ შეკრებაზე ექიმების რეკომენდაციით მივიდა. უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

 გიგი უგულავას აქციაზე სიტყვით გამოსვლას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. გუშინ უგულავამ სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხი გამოაქვეყნა. „მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი 14 ოქტომბერსაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა“, - დაწერა ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები