დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი კეპულაძე: საბანკო ვალდებულებების ჩამოწერა საბანკო სექტორის კოლაფსს გამოიწვევს 21.10.2020 15:11

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებს ხშირად ახსენდებათ  კომერციული ბანკები, ეს ერთ-ერთი სახის თავდასხმა, რომელსაც არ ერიდებიან , - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო “ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც გიორგი კეპულაძე აცხადებს, პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში ისეთ დაპირებებს გასცემენ, რომლის შესრულებაც შეუძლებელია.

 

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი  ნინო ბურჯანაძე გამოდის ინიციატივით  მთავრობამ ცნოს პანდემია ფორსმაჟორად და გაათავისუფლოს მოსახლეობა მძიმე საფინანსო წნეხისაგან.

 

„ასეთი ინიციატივით  გამოირჩევიან პატარა პარტიები. პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, განცხადებების კეთებისას. საქმე ეხება საბანკო სექტორს, რომელზეც საქართველოს ეკონომიკა დგას, რომელიც არ უნდა ჩამოიშალოს, თორემ შეუქცევად შედეგებს გამოიწვევს. არ უნდა კეთდებოდეს ისეთი დაპირებები, რომ მთლიანად ჩამოაწერონ ადამიანებს საბანკო ვალდებულებები.  სასურველია, ვის არ გაუხარდება სესხის არ გადახადა, თუმცა  კარგად ვიცით, რომ ასეთი დაპირებების შესრულება შეუძლებელია,“- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში კომერციულმა ბანკებმა ძალიან იზარალეს.

 

„რომ არა ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების შემცირება  და დამატებითი კაპიტალის გამოთავისუფლება კომერციული ბანკებისთვის, ალბათ იმ შეღავათის გაწევაც შეუძლებელი იქნებოდა, რაც კომერციულ ბანკებმა მსესხებლებს გაუწიეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ვალდებულებების ჩამოწერის შანსი ძალიან დაბალია, რადგან ეს გამოიწვევს საბანკო სექტორის კოლაფსს. შესაბამისად,  ბანკი ვეღარ მოახერხებს ანაბრებზე პროცენტის დამატებას,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები