დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 13.06.2021 14:42

 

 

თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემსაკრებულოს წევრებთან ერთად, ვერეს ხეობაში  13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ტყემალაძემ დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. 2015 წლის, 13 ივნისი  ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად ტრაგიკული იყო სტიქიის ღამე, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.  მინდა, პატივი მივაგო გარდაცვლილთა  ხსოვნას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. გარდაცვლილებს შორის იყო მეხანძრე-მაშველი ზურაბ ზაშვილი, რომლის თავგანწირვამაც ადამიანების სიცოცხლე იხსნა, თავად კი სამწუხაროდ, დაიღუპა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. იგი 13 ივნისის სტიქიის გმირია.

გარდა ამისა, 13 ივნისის სტიქიამ დაგვიტოვა დანგრეული ინფრასტრუქტურა, რომლის სწრაფად აღდგენაც ახალგაზრდა მოხალისეთა დიდი ჩართულობით და ერთმანეთის გვერდით დგომით მოხდა.   ეს იყო  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და  ერთიანობის არნახული მაგალითი, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ გვაჩვენა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქალაქის ასეთი სიყვარულისთვის. “ - განცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.  

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები