ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, გამოკითხულთა 52,1%-მა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების" კანდიდატის ლევან კობიაშვილის სასარგებლოდ მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ კი გამოკითხულთა 36,6%-ის მხარდაჭერა მიიღო.
კვლევის მიხედვით, დანარჩენი კანდიდატების რეიტინგი ასე განაწილდა:
მერაბ ჭიქაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -4,9%;
ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -1,9%;
გიგლა მიქაუტაძე (ლელო) - 1,5%;
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები -2,9%.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გლდანის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“- 50,1%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -20,8%;
„გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი“ -7,6%;
„გირჩი“ -5,8%;
„პატრიოტთა ალიანსი“ -5,4%;
„ლეიბორისტული პარტია“ -2,8%;
„ევროპული საქართველო“ - 2,6%;
„ლელო“ -1,8%;
„ერთიანი საქართველო“ - 0,9%;
„თავისუფალი დემოკრატები“ -0,6%;
სხვა არჩევანი აქვს -1,5%-ს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge