დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6835

EUR 2.8762

დაბა ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ 24.09.2020 23:21

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

 

„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მათ, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები