დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

დავით ზალკალიანი: საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. 02.12.2020 13:55

 

მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო- საგარეო საქმეთა მინისტერიალში, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერში წერს

 

ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო- მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ, წერს დავით ზალკალიანი, რომელიც ვარშავაში ნატო- საგარეო საქმეთა მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

 

ტვიტერის საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა ნატო- გენერალური მდივნის ექსპერტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიღებას.

 

ნატო- გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო- ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის მხარდაჭერისთვის, განაცხადა ზალკალიანმა.

 

ნატო- მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ, მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები