დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

დავით ზალკალიანი ესპანეთის მეფეს შეხვდა 19.01.2021 18:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის მეფის მიერ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ხანმოკლე შეხვედრა გამართა ფილიპე მეექვსესთან.

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ესპანეთის მეფე დაინტერესდა რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარებით, მინისტრმა მას მიაწოდა ინფორმაცია არსებულ გეოპოლიტიკურ სურათსა და უსაფრთხოების გარემოზე.

 

აღნიშნა არსებულ სიტუაციაში საქართველოს ევროპული მისწრაფების განსაკუთრებული მნიშვნელობა და ესპანეთის მეფეს გააცნო ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს აღნიშნულ გზაზე, ასევე საქართველოს ამბიციური გეგემები გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დავით ზალკალიანმა ფილიპე მეექვსეს მადლობა გადაუხადა ესპანეთის მხრიდან საქართველოს უპირობო და მტკიცე მხარდაჭერისთვის. მიღებას ასევე ესწრებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და აღნიშნულ პოსტზე განმეორებით წარდგენილი საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები