დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს 25.09.2020 12:53

 

 

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს.


პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოები ექსპერტიზის დასკვნით, დამონტაჟებული და ყალბია.


დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გადასცა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს.

 

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები