შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებასა და დაზიანებულის ჩანაცვლებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ამჯერად, ისნის, სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში განთავსდა.
კონტეინერების განაწილების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა.
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ძველი ნაგავშემკრები კონტეინერების ახლით ჩანაცვლების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, უკვე შევცვალეთ დაახლოებით, 4 000 დაზიანებული კონტეინერი. საჭიროებიდან გამომდინარე, ურნების ჩანაცვლებას მომავალშიც ვგეგმავთ“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge