დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

დღეს თამარობაა 14.05.2021 10:46

14 მაისს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმორწმუნე მეფის, თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღნიშნავენ. 

 

თა­მა­რი XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარი მეფედ 1184 წელს აკურთხეს. 1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარ მეფის მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს. თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა.


თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი: ბეთანიის ტაძარში, ბერთუბნის ეკლესიაში, თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახული ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე და ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს, 14 მაისს კი, მისი ხსენების დღე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები