დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, არაბთა ჯგუფები მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ 12.05.2021 02:01

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ებრაულ-არაბულ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლოდში არაბთა ჯგუფები მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლოდში არაბთა ჯგუფებმა სამ სინაგოგას წაუკიდეს ცეცხლი და ათობით ავტომობილი დაწვეს.

ლოდის მერმა მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ლოდში პოლიციის დამატებითი ჯგუფები გაგზავნეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები