დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ეეჰ... ქ-ნო კელი, ქ-ნო კელი! თქვენო აღმატებულებავ! უკაცრავად, მაგრამ მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად - დავით ზარდიაშვილი 20.06.2021 14:35

დავით ზარდიაშვილის პოსტი:
„შარლ მიშელის დოკუმენტის“ ტექსტში შავით თეთრზე ეს წერია: საქართველოს ხელისუფლებამ „უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავოს...“ ასევე: „ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა“ (იხ. აღნიშნული დოკუმენტის მე-3 პუნქტი: „ კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა“) დოკუმენტის ამ თავს „კანონის უზენაესობა“ ჰქვია. მოდით, ვნახოთ, რას ითხოვს სწორედაც ეს, ანუ - "კანონის უზენაესობა".
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა და მათი დანიშვნა წესრიგდება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით; კერძოდ, კონსტიტუციის 61-ე მულის მე-2 პუნქტი მკაფიოდ ამბობს: „უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.“
ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარსადგენი მოსამართლეების კანდიდატთა შერჩევის წესი დგინდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლით. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში წერია, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცედურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაიწყოს: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“ ხაზგასასმელია - ამ პროცედურული ვადის დაცვა იუსტიციის საბჭოს უფლება კი არ არის, არამედ: ვალდებულებაა!
ამჟამად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნაცვლად კონსტიტუციით დადგენილი 28 წევრისა, არის მოლოდ 19 მოქმედი წევრი. ვაკანტურია 9 მოსამართლის თანამდებობა. ვაკანტურია უკვე დიდი ხანია, შარშან და იმის წინ, იმის წინაც და ა.შ. სამი თვეც უკვე გასულია და ერთიც!
მართალია, ახლა აღარ ვასწავლი, მაგრამ მაინც - პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ვეკითები: რა ჯანდაბა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ? აღასრულოს კონსტიტუცია და კანონი, მაშასადამე, გააგრძელოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შესავსებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მართალია, დაგვიანებით, მაგრამ კანონიერად დაწყებული პროცედურა თუ პირიქით, უარი თქვას კონსტიტუციაზე და დარჩეს „შარლ მიშელის დოკუმენტის“ მიმართ მართლაცდა - ძაღლივით ერთგული?!
თუ თქვენ იტყვით, რომ ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს კონსტიტუცია და კანონი, ჩათვლას მიიღებთ სამართლის შესავალის დაწყებით კურსში! მაგრამ, გაფრთხილებთ: შეგაჩვენებენ, სულ ცოტა - „ქოცად“ და „რუსეთის აგენტად“ გამოგაცხადებენ - ახალგაზრა იურისტთა ასოციაცია, "საერთაშორისო გამჭირვალობა" და საქართველოს პოლიტიკანთა კლანის მონა-მორჩილი სხვა მამამთავარი ასოები; რაც მთავარია: ჩემდა გასაოცრად, მათ არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ რჩება გამაოგნებელი შთაბეჭდილება, რომ ფულს უხდის და რაზმავს სტრატეგიული პარტნიორი - აშშ და მისი წარმოამადგენელი, მისი აღმატებულება ქ-ნი ელჩი!
თუ თქვენ იტყვით, რომ უნდა ხელისუფლებამ აღასრულოს „შარლ მიშელის დოკუმენტი“, გიჯობთ, ახლავე თქვათ უარი იურისტის პროფესიაზე, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ დაძლევთ სამართლის შესავალის დაწყებით კურსს! მაგრამ, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
კოლიზია „შარლ მიშელის დოკუმენტსა“ და კონსტიტუციას შორის სამართლებრივ სახელმწიფოში ელემენტარულად და უბრალოდ - არ შეიძლება არსებობდეს! ამისათვის: ან "შარლ მიშელის დოკუმენტი" უნდა დავივიწყოთ, ან იგი რომ შესრულდეს, კეთილი ვინებოთ და კონსტიტუციაში ავსახოთ, რაც ამას ნიშნავს: კონსტიტუციის გარადამავალ დებულებად უნდა ჩავწეროთ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეჩერებულია! ხოლო იქნება თუ არა და როდის ეს რიგგარეშე არჩევნები, ე.ი. როდის აღდგება ან საერთოდ, აღდგება თუ არა კონსტიტუცია - ალაჰმა და საქართველოს პოლიტიკანთა კლანმა, შესაძლოა, ქ-ნმა კელიმაც, უწყის. ეეჰ... ქ-ნო კელი, ქ-ნო კელი! თქვენო აღმატებულებავ! უკაცრავად, მაგრამ მე მრცხვენია თვენს ნაცვლად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები