დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ენგურჰესის გაჩერების გამო, დე ფაქტო აფხაზეთს ელექტროენერგიის შესყიდვა თავად მოუწევს 01.12.2020 17:45

15-20 იანვრიდან ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო 100 დღით გაჩერდება. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ამბობენ, რომ ეს ელექტროენერგიის დეფიციტს არ შექმნის და დანაკლისი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ელექტროენერგიით შეივსება.

 

,,დეფიციტის დაფარვა მოხდება თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ენერგიის საშუალებით, მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტული თვის რეჟიმიდან გამომდინარე. დეფიციტური სიტუაცია არ შეიქმნება.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა თავად უზრუნველყოფს თავისი მოხმარების დაფარვას.

 

იმპორტირებული ენერგიის შესყიდვა განხორციელდება: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან“- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.

 

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. 2020 წლის 10 თვეში ოკუპირებულმა რეგიონმა 1984.8 მლნ/კვტსთ ენერგია მოიხმარა - თითქმის იმდენივე, რაც 2019 წელს სრულად.

 

შეგახსენებთ, ,,ენგურჰესის“ გამომუშავება, საქართველოს მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. სარემონტო სამუშაოების გამო კი სამი თვით სრულად გაჩერდება. მიზეზი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციაა, რომელიც 2018-2019 წლებშიც იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო. პროექტი 48 მლნ ევრო ჯდება და მას EBRD აფინანსებს. რეაბილიტირებული ენგურჰესი აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან უნდა ამუშავდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები