დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ეს არის ზურგში დანის ჩარტყმა-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს  და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტზე 16.09.2021 20:09

 

ეს არის ზურგში დანის ჩარტყმა. ეს ცალმხრივი, უხეში და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება ძალიან მაგონებს ბატონი ტრამპის საქციელს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რითაც ის აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების საგანგებო პაქტს გამოეხმაურა, რომელიც ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთმა ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავებით მომარაგებაზე კონტრაქტი ორი წლის წინ მოიგო და არც აშშ-ს და არც გაერთიანებულ სამეფოს ტენდერის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ. მხარეების მიზანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენა აღკვეთონ.

 

აღსანიშნავია, რომ პაქტი აუქმებს ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების მიწოდებაზე ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები