დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ეს რა ხალხი ვართ: ოპოზიციური პარტიის ლიდერი თავს ესხმის 80 წლის ექიმს, რომ მომკვდარიყო ბატონი ცერცვაძე, სად მიდიოდით? - ლევან თაქთაქიშვილი 22.06.2021 23:26

ლევან თაქთაქიშვილის პოსტი:

 

 

 

ეს რა ხალხი ვართ: გამსახურდიას მკვლელობა გამოსაძიებელია დღემდე, ნახევარი თბილისი მონაწილეობდა პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო გადატრიალებაში (ინერტულობაც მონაწილეობაა ამ დროს), ორჯერ პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა მოხდა შემდგომ და დაბოლომდე არავინ იცის შემკვეთი, ხაბეიშვილის, ჭანტურიას მკვლელობა გამოსაძიებელია, ცირკთან და დიდიბეში ავტომატის ჯერი გადაატარეს მომიტინგეებს, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია ვერ გაგვირჩევია, ქვეყანას სამი კანონიერი ხელისუფლება ჰყავს, ეკლესიის მეთაურზე მკვლელობის მცდელობაზე დაკავებული პირის შეწყალებას ითხოვს სინოდის წევრი, გარეჯის ტერიტორიის საზღვრების დამდგენი კომისიის 2 წევრის შესაძლო დანაშაულის გამოძიება არათუ არ აინტერესებთ, მეტიც, მათ დაკავებას აპროტესტებენ, და ამ ფონზე ოპოზიციური პარტიის ( პარტიაა?)ლიდერი თავს ესხმის 80 წლის ექიმს და სთხოვს პასუხს, რატომ არ შევიდა ურთიერთობაში კორონა ვირუსის ბელადთან და ვერ განსაზღვრა ვირუსის გავრცელების პროგნოზი. მე მაინტერესებს პირიქით, ამ ლიდერის მიერ ცხინვალის რეგიონში ოკუპირებული ტერიტორიის მავთულხლართებთან ქართული ტრაკების პარადმა რა დადებითი შედეგები გამოიღო, ნარკოტიკული საშუალებების მომყვანთათვის დამცავი კალთის გადაფარვამ რა შედეგები მოგვიტანა, სამხედრო სამსახურში წასვლის სურვილის არ მქონეთა ფსევდო სექტაში გაფორმებამ ასევე რა ბედნიერება გვანახა? მაგრამ მას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, იქნებ სხვამ დაგეგმა? რომ მომკვდარიყო ბატონი ცერცვაძე, სად მიდიოდით? ყველაფერს თავი დავანებოთ, რა ზრდილობაა ასე შეტევა მხცოვან რესპოდენტზე? თან აღიარებ, რომ ის დიდი პროფესიონალია. ხამ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები