დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ეხერხება ამ ადამიანს კაცთმოყვარეობა, ეხერხება ადამიანთან მიმართებაში ჰუმანიზმის აყვანა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში - დავით ქართველიშვილი 13.06.2021 16:53

დავით ქართველიშვილის პოსტი:
ერთ-ერთი პირველი, რაც გაპრემიერებისას გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წელს - სააკაშვილის მიერ მიტოვებული და დავიწყებული ქართველი ოფიცრები გამოაშვებინა რუსეთის ციხეებიდან, რომლებიც 2008 წლიდან არც არავის გახსენებია და მოუკითხავს, და საქართველოში ჩამოიყვანა ისინი, უიმედოდ დარჩენილ ოჯახებს ჩაახუტა.
ერთ-ერთი პირველი, რაც გაპრემიერებისას გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წელს - აზერბაიჯანის ციხეებიდან 15 სომხეთის მოქალაქის სახლში დაბრუნებას შეუწყო ხელი და უიმედოდ მყოფ საკუთარ ოჯახებს ჩაახუტა. ეხერხება ამ ადამიანს კაცთმოყვარეობა. ეხერხება ადამიანთან მიმართებაში ჰუმანიზმის აყვანა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში - გინდ საკუთარ მოქალაქესთან, გინდ მეზობელთან.
ერთადერთი - რაც ამ ორ მოვლენებს აერთიენებს, კაცთმოძულე ტელევიზიების მხრიდან სრული იგნორი და არგაშუქება - განა მიკვირს, უბრალოდ ვერ გავუტარებ...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები