დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ვარკეთილში კახა კალაძესა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - „ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, რომლებსაც მცდელობა ჰქონდათ, დაეგეგმათ პროვოკაცია“ 05.06.2020 22:10

თბილისში, ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. დაპირისპირება სწორედ ამ დროს მოხდა. ადგილზე ლაშა ჩხარტიშვილი და რამდენიმე აქტივისტი მივიდა. 

 

„წყნარად მივედი და ვეკითხებოდი დიღმის ჭალებზე , ხელი რატომ მკრა?!“,- აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა. კახა კალაძის განცხადებით კი დაპირისპირებასთან მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს. „ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, რომლებსაც მცდელობა ჰქონდათ დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ“, - განაცხადა კალაძემ.

 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები