დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ვენეციის კომისია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიისგან ორი მოსაზრება მოითხოვა 19.01.2021 15:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა.

 

ამის შესახებ ვენეციის კომისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

 

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიისგან ორი მოსაზრება მოითხოვა შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება)“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გასული წლის ბოლოს ინიციატივით გამოვიდა, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები