ვიდეომ დააფიქსირა აფეთქება ლიბანის დედაქალაქში. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია ასობით ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოები გააფრთხილა, მოემზადონ დაშავებულების მისაღებად. უცხოური მედია ამ დროისთვის ათი გარდაცვლილის შესახებ იუწყება. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge