დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2021-2027) პირველადი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 19.10.2020 17:43

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, ევროკომისიამ ქართულ მხარეს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2021-2027) პირველადი პროექტი წარუდგინა.

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობის და ეუთოს განყოფილების მოქმედი დირექტორი, ლუკ დევინი.

 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების შესაბამისი მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის თანამშრომლები.

 

„შეხვედრის ფარგლებში ევროკომისიამ გააკეთა ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის მთავარი მიმართულებების და პრიორიტეტების პრეზენტაცია, რომლებიც მომავალში საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად ამბიციურ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს მიზნად.

 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ახალი დღის წესრიგის შეთანხმებისათვის აუცილებელ საკონსულტაციო პროცედურებზე და მოლაპარაკებების განრიგზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები