დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან! - საქართველოს საელჩო ისრაელში 11.05.2021 22:52

საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს ინფორმაციით, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

“განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!

დაბეჯითებით გაფრთხილებთ‼

ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი‼ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები‼

შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:

დავით ჩაჩავა - 0526919092

მიხეილ ბაბლუანი - 0528888513

ნინო ჩანტლაძე - 0548620270

ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები.

შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები