დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვინც ახლა იძახის, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი, მაშინ უთქვამს, რომ პოლიტპატიმარი იყო სულხან მოლაშვილი? 15.10.2021 00:07

 

 ვინც ახლა იძახის, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი, მაშინ უთქვამს, რომ პოლიტპატიმარი იყო სულხან მოლაშვილი? - განაცხადა  სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.

 

 

„სულხან მოლაშვილი, ჩემი შვილი დააპატიმრეს, აწამეს და რა არ გაუკეთეს. აი, მას, ვინც ახლა იძახის, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი, მაშინ უთქვამს, რომ პოლიტპატიმარი იყო სულხან მოლაშვილი?

მითუმეტეს, როდესაც სტრასბურგმა ოთხი პუნქტით თავზე გადაახია ჩვენს მთავრობას მათი ნამოქმედარი და მიუთითა, რომ ადექით და ახლიდან გამოიძიეთ საქმეო. მე ბატონ ანზორ მელიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც დიდებულ პიროვნებას, ღმერთმა კარგად ამყოფოს მისი შვილი ნიკანორ მელია, მაგრამ მე რომ ნიკანორ მელია მოვკლა, სიტყვის მასალად ვამბობ, მე პოლიტპატიმარი ვიქნები?

 

როგორც თამაზ მოლაშვილმა განაცხადა 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე მივა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან და გაზეთებს შეუტანს, რასთან დაკავშირებითაც პირობა წლების წინ შვილს, სულხან მოლაშვილს მისცა.

 

როდესაც „რესბალნიცაში” მივდიოდი, ყოველ დღე ჩემი სახლიდან გავივლიდი, გაზეთებს ვიყიდდი, სულხანი მთხოვდა, გაზეთები მინდაო. რომ მივიდოდი, „პერედაჩს” რომ ეძახიან, იქ რომ დამინახავდნენ, ოჰ, ფოსტალიონი მოვიდაო. რიგში, რომ ვიყავი, ვამბობდი, მე აუცილებლად მომიწევს აქ მოსვლა კიდევ, რამდენიმე წლის შემდეგ, მიშას რომ დააპატიმრებენ, მე პირობას ვიძლევი ახლა თქვენს წინაშე- მეთქი.

 

ახლა ორშაბათს, ორი დღის წინ, ავიღე გაზეთები, პირველად მოვხვდი იქ, არც ვიცოდი სად იყო მეთორმეტე დაწესებულება, როგორც იქნა მივაგენი და მიჭირავს გაზეთები ხელში და ოფიციალურად მივედი მისაღებში. მე ვუთხარი, რომ პირობა მაქვს ჩემი შვილის სახელზე, რომ აუცილებლად 40 დღე მიშას გაზეთები უნდა შევუგზავნო . იცით რა მითხრეს? ვერაო, ან ოჯახის წევრი უნდა იყო, ან კიდევ პარლამენტარიო. თანაც რა გაზეთი მიჭირავს იცით? წერია, „თამაზ მოლაშვილი, სურვილი მაქვს მას შევუგზავნო გაზეთები“. უარი მითხრეს არ მიიღეს, ახლა ვფიქრობ, რა ვქნა, მაგრამ 40 დღე ვივლი, ოდესღაც იმათაც ხომ მოწყინდებათ, იმიტომ, რომ ჩემი შვილის სახელზე პირობა მაქვს მიცემული , ვიძახდი ხოლმე, სულხან, შენს სულს ვფიცავ, მე ამის გამკეთებელი ვარ და ვაკეთებ“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები