დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, რომელიც მას ტყუპისცალივით ჰგავს 25.05.2020 23:50

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული, საზოგადოების მხრიდან მისი ოჯახის მიმართ ყურადღება ერთიორად გაიზარდა. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 1992 წლის 23 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 2009 წელს და­ამ­თავ­რა კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ საკ­რა­მენ­ტოს გრა­ნა­ით­ბე­ის დიდი სკო­ლა. ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში 6 წლი­სამ და­ი­წყო გოგა სან­თე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. კარ­გა ხანს მამა – ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ავარ­ჯი­შებ­და. 12 წლი­სა აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ვი­ტა­ლი გო­რინ­თან ვარ­ჯი­შობ­და. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 12-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამე­რი­კა­ში ორან­ჯბო­ლის ორი ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭა­ბუკ­თა მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გში 59-ე იყო. 2009 წლი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. 2010 წელს სო­ჭის ვაჟ­თა 10000-იანი ტურ­ნი­რი მო­ი­გო. მერე ორი წე­ლი­წა­დი ტრავ­მე­ბის გამო ფაქ­ტობ­რი­ვად არ­სად უას­პა­რე­ზია. 2012 წელს ექ­ვსი ტურ­ნი­რი მო­ი­გო (ყა­ზან­ში, მოს­კოვ­ში, ერე­ვან­ში, თბი­ლის­სა და ორი ან­ტა­ლი­ა­ში), ორ­ჯერ კი ფი­ნალ­ში ითა­მა­შა.


რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მან 2013 წელს იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი მო­დე­ლი ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი გახდა. წყვილს პა­ტა­რა ვა­ჟი ნიკოლასი ჰყავს. წყვილი თითქმის ერთი წლის წინ დაშორდა, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. ორი დღეა მათ გარშემო საუბარი არ წყდება - ნიკოლოზს ყოფილმა მეუღლემ ძალადობისთვის უჩივლა და ახლა მათ საქმეს სასამართლო განიხილავს.

 

ნი­კო­ლოზ­ს და-ძმა – თენგო და ნატალია ბასილაშვილები ჰყავს. თენგო, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია და ნიკოლოზზე უმცროსია, ფიზიკურად ცნობილ ჩოგბურთელს ძალიან ჰგავს. ის დაოჯახებულია და პატარა გოგონა ჰყავს. ნიკოლოზ ბასილაშვილს ინტერვიუები არ უყვარს და პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. მისი ოჯახის წევრებიც იშვიათად სწყალობენ მედიასაშუალებებს.

 

 

 

 

 

 


წყარო: sputnik-georgia.com

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები